USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
II კვარტალში ინფლაცია 1.6%-მდე შემცირდა და წლის ბოლომდე სამიზნე მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება - სებ

II კვარტალში ინფლაცია 1.6%-მდე შემცირდა და წლის ბოლომდე სამიზნე მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება - სებ

2023-10-19 13:30:42

სებ-ის პროგნოზების მიხედვით, ეკონომიკის პოტენციალის გაუმჯობესების კვალდაკვალ, 2023 წელს რეალური მშპ-ს 6 პროცენტით ზრდა არის მოსალოდნელი. როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წერია, 2023 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობა დაფიქსირდა და ზრდამ, წინასწარი შეფასებით, წლიურად 7.6 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულს ხელი შეუწყო ძლიერმა საგარეო მოთხოვნამ და ​შემოდინებებმა.

„ამასთან, საწარმოო ფაქტორების პროდუქტიულობისა და ინვესტიციების ზრდის ფონზე, მოიმატა ეკონომიკის პოტენციალმაც. მიმდინარე ტენდენციების განთვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები დადებითი მიმართულებით გადაიხედა და 2023 წლისთვის 6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება ინფლაციას, აქ ბოლო პერიოდში ცალსახად გამოიკვეთა შემცირების ტრენდი. გამყარებული გაცვლითი კურსის, გლობალურ სასაქონლო ბაზრებზე კლებადი ფასებისა და ადგილობრივად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე ინფლაცია 2023 წლის მეორე კვარტალში 1.6 პროცენტამდე შემცირდა და სებ-ის მიმდინარე პროგნოზის თანახმად, წლის ბოლომდე სამიზნე მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ გლობალური ეკონომიკური პროგნოზის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკური პროგნოზები გაურკვევლობის მაღალი დონით ხასიათდება“, - აღნიშნულია ანგარიშში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები