USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იაპონიამ რუსული ნავთობის შესყიდვა 90%-ით შეამცირა

იაპონიამ რუსული ნავთობის შესყიდვა 90%-ით შეამცირა

2023-02-17 09:50:01

იაპონიამ 2022 წლის მეორე ნახევარში რუსული ნავთობის შესყიდვები 90%-ით შეამცირა. ამის შესახებ რეგულარულ პრესკონფერენციაზე  იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაზუ მაცუნომ განაცხადა. 

რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვა იაპონიამ გასული წლის ივნისში გაანულა, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციიდან ივლისსა და აგვისტოში მცირე რაოდენობით ნედლეული შეიძინა, ხოლო, სექტემბერში კი ისევ მთლიანად შეწყვიტა ამ ტიპის ენერგორესურსების იმპორტი.

მოგვიანებით ტოკიო რუსულ ნავთობზე „ფასის ჭერის“ მექანიზმს შეუერთდა. შედეგად, ამ ტიპის საწვავის იმპორტი რუსეთიდან იაპონიაში 2022 წელს 56,4%-ით შემცირდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები