USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იანვარში საქარველოს სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა - საქსტატი

იანვარში საქარველოს სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა - საქსტატი

2023-02-20 22:09:45

საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 461.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29.1 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 459.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 38.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 002.8 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 25.2 პროცენტით).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარში, 543.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 37.2 პროცენტია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები