USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იანვარში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები შემცირდა

იანვარში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები შემცირდა

2023-02-10 10:15:46

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2023 წლის 31 იანვრისთვის 4.899 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. იანვარში წინა თვესთან შედარებით რეზერვები 2,2 მილიონი დოლარით შემცირდა.

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობამ 4.901 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 4,4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,9 მლრდ დოლარი და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1,5 მლრდ დოლარი.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (სესხების სპეციალური უფლება) – 469,7 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,4 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.

სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 9,7 მლნ დოლარს შეადგენს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები