USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იანვარ-თებერვალში სადისტრიბუციო კომპანიებისთვის რთული თვეები მოდის, რადგან ამ პერიოდში მომხმარებელთა აქტივობა დაბალია - ივა ჭყონია

იანვარ-თებერვალში სადისტრიბუციო კომპანიებისთვის რთული თვეები მოდის, რადგან ამ პერიოდში მომხმარებელთა აქტივობა დაბალია - ივა ჭყონია

2024-01-01 09:59:00

წელიწადის ამ დროს, თითქმის 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ სადისტრიბუციო კომპანიები, რათა სავაჭრო და ჰორეკა სექტორების მომარაგებაში ხარვეზები არ შეიქმნას. ივა ჭყონია, დისტრიბურტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ასეთივე დატვირთული პერიოდია წინასააღდგომო დღეებიც.

„წინასაახალწლო დღეების შემდეგ,იანვარ-თებერვალში, სადისტრიბუციო კომპანიებისთვის რთული თვეები მოდის, რადგან ამ პერიოდში მომხმარებელთა აქტივობა დაბალია“, - აცხადებს დისტრიბურტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი

ივა ჭყონიასთვის მცდარია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ წინასაახალწლო პერიოდში ქვეყანაში პროდუქტზე ფასები იზრდება, ორგანიზებული ვაჭრობისა და კონკურენციის განვითარების პარალელურად საკუთარ მოსაზრებაში სულ უფრო რწმუნდება.

„კონკრეტულად საახალწლო სუფრისთვის განკუთვნილ ალბათ მაქსიმუმ ორ პროდუქტეზე იზრდება ფასი, ისეთზე როგორიც არის გოჭი და ინდაური, მასობრივ პროდუქტზე პირიქით ყველა ქსელში წამახალისებელი ფასებია. ვიღაცას შეიძლება საახალწლო სუფრაზე უნდა რომ ჰქონდეს ნესვი, რაც არასეზონური ხილია და ბუნებრივია რომ მისი ფასი დღეს გაცილებით მაღალია ვიდრე ზაფხულში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯამში საახალწლო სუფრის ფასი იზრდება. წელიწადის ამ დროს ბრენდულ მარკეტებში მუდმივად წამახლისებელი, სააქციო ფასებია. კონკურენცია ბაზარაზე საკმაოდ მაღალია, ამიტომაც ყველა ცდილობს რომ მომხმარებელი წამახალისებელი ფასებით მოიზიდოს“, - ამბობს ივა ჭყონია.

ივა ჭყონია გვეუბნება იმასაც, რომ წელიწადის ამ დროს ქსელები ორიენტირებულები არიან არა ფასით მოგებაზე, არამედ აქცენტს რაოდენობაზე ანუ მაქსიმალურად მეტის გაყიდვაზე აკეთებენ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები