მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასესხო პორტფელის 56.4%-ს ბაზრის 3 მონაწილეზე მოდის (კრისტალი, რიკო ექსპრესი და კრედიტსერვის+), რაც ჯამურად 849.4 მილიონს შეადგენს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ანალიტიკოსის კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის მიხედვით, აღნიშნულ მიკროსაფინანასოებს პირველი კვარტლის მიხედვით დაგენირრებული მთლიანი 102 მილიონი საპროცენტო შემოსავლიდან მიღებული აქვთ 51.5 მილიონი ლარის ჯამური საპროცენტო შემოსავალი, რაც მთლიანი სექტორის საპროცენტო შემოსავლების 50%-ია.
ჯამურად დაგენერირებული 102 მილიონი საპროცენტო შემოსავალში - ძირითად შემოსავლის წყაროებს ინაწილებს სალომბარდო და სამომხმარებლო სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი, რაც მთლიანი შემოსავლის 68 პროცენტია.
კვლევამ აჩვენა, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში, დარგის ჯამურმა საოპერაციო ამონაგებმა 116,917,462.6 ლარი შეადგინა. საიდანაც 25,341,647.0 ლარი; 27,221,238.1 ლარი ; 5,980,557.0 ლარი იყო „კრისტალის,“ „რიკო ესპრესისა“ და „კრედიტსევის+“-ის ამონაგები, რაც მთლიანი შემოსავლების 50 პროცენტია.
მიკროსაფინანსო სექტორის პირველი კვარტლის წმინდა მოგებამ დარეზერვებამდე 38,064,670.2 ლარი შეადგინა, წმინდა მოგების მარჟა დარეზერვებამდე სექტორისათვის კი 32.6% განისაზღვრა.
„კრისტალს“, „რიკო ექსპრესს“ და „კრედიტსერვის+“ შემოსავალი (3,991,507.0 და 14,451,614.81, 443,635.0 ლარი) და დარეზერვებამდე წმინდა მოგების მარჟა (კრისტალი)15.8% ; (რიკო ექსპრესი)53.1% ; (კრედიტსერვის+) 24.1%-ს შეადგენს.
Business Insider Georgia-ს ანალიტიკოსის შეფასებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია 53% წმინდა მოგების მარჟა, რაც როგორც სექტორისათვის, ასევე ცალკეაღებული კომპანიისათვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
რეზერვის ეფექტის გათვალისწინებით, კი ინდუსტრიის მთლიანმა წმინდა მოგებამ შეადგინა 29,938,426 მილიონი ლარი, კრისტალის წმინდა მოგება- 1,575,290 ლარია, რიკო ექსპრესის - 13,790,363 ლარი, კრედიტსერვისს - 1,109,812 ლარი, წმინდა მოგების მარჟა კი შესაბამისად, კრისტალის შემთხვევაში 6.22%; რიკო ექსპრესის შემთხვევაში 50.66% და კრედიტსერვის +- ისთვის -18.56%-ია, სექტორისთვის კი 25,6%.
ვრცლად იხილეთ: მიკროსაფინანსო სექტორის ფინანსური ანალიზი
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში