USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
HR ბიზნეს სამიტზე მიღებული გამოცდილება HR-მენეჯერებს ორგანიზაციებში საკუთარი პროექტების დანერგვაში ეხმარება - ანა ნავდარაშვილი

HR ბიზნეს სამიტზე მიღებული გამოცდილება HR-მენეჯერებს ორგანიზაციებში საკუთარი პროექტების დანერგვაში ეხმარება - ანა ნავდარაშვილი

2023-07-17 12:00:24

HR ბიზნეს სამიტზე მიღებული გამოცდილება ეხმარება HR-მენეჯერებს ორგანიზაციაშიც დანერგონ საკუთარი პროექტები, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს HR ბიზნეს სამიტის დასრულების შემდეგ, HR hub-ის დამფუძნებელმა ანა ნავდარაშვილმა განუცხადა.

„HR ბიზნეს სამიტი 2023“, რომლის წარმდგენიც თიბისი დაზღვევა იყო წელს მეექვსედ გაიმართა. HR ბიზნეს სამიტის მთავარი თემა წელს გუნდურობა იყო, თუ რა შეუძლია გუნდურ სულისკვეთებას, რა არის საჭირო სწორი გუნდის ფორმირებაში და როგორ აისახება ეს ყველაფერი კომპანიის შედეგებზე

„HR hub-ის ორგანიზებით წლის მთავარი HR ბიზნეს ღონისძიება HR ბიზნეს სამიტი გაიმართა, რომლის მიზანიცაა ცოდნის და გამოცდილების გაზიარება HR პროფესიონალებს შორის. HR ბიზნეს სამიტზე მიღებული გამოცდილება ეხმარება HR-მენეჯერებს ორგანიზაციაშიც დანერგონ საკუთარი პროექტები, რომლის შედეგიც არის კმაყოფილი თანამშრომლები და წარმატებული ორგანიზაციები.

ჩვენ 2018 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ვატარებთ HR ბიზნეს სამიტს და ყოველწლიურად იზრდება მონაწილე დელეგატების რაოდენობა და ყოველწლიურად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გავაზიაროთ გაუკეთესო პრაქტიკები, რაც ინსპირაციაა შედარებით პატარა, მცირე, საშუალო ზომის ორგანიზაციებისთვის სწორად მართონ HR პროცესები ორგანიზაციაში“, - განმარტავს ანა ნავდარაშვილი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები