USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჰორეკა სექტორში ფასები სავარაუდოდ, 20%-ით დაიწევს - რესტორატორთა ასოციაცია

ჰორეკა სექტორში ფასები სავარაუდოდ, 20%-ით დაიწევს - რესტორატორთა ასოციაცია

2023-06-08 10:45:55

 

ჰორეკა სექტორი მომსახურების სფეროში პირველია, სადაც ერთი წლის განმავლობაში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა. თუმცა წელს ტრენდი სავარაუდოდ შეიცვლება, რაზეც Business Insider Georgia- თან რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილება დაახლოებით 20% -ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

„ფასის ზრდა ჰორეკა სექტორში მაღალი მოთხოვნით იყო განპირობებული. დიდი როლი შეასრულა ინფლაციამაც, ორივე მიმართულებით ვითარება სტაბილურია, რაც გვაფიქრებს, რომ ფასები დაახლოებით 20%ის ფარგლებში შემცირდება და სერვისი გაიაფდება.

ყველაზე მეტად სასტუმროების მომსახურება იყო გაძვირებული. რესტორნებს ეს ნაკლებად შეეხო. ახლა მთელი გულისყური საგაზაფხულო სეზონზეა მიმართული, ჯერჯერობით ნორმალური ვითარებაა. ხელისშემშლელი გარემოება თუ არ იჩენს თავს, ტურიზმში წელს დიდი გამოცოცხლება იქნება. ერთადერთი დაბრკოლება კი შეიძლება ამინდი გახდეს, სხვა საფრთხე არ გვემუქრება", - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად სასტუმროების, კაფეების და რესტორნების მომსახურება გაძვირდა.

როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა 2023 წლის მაისში 2022 წლის მაისთან შედარებით სასტუმროები, კაფეები და რესტორნების სერვისი 11,1%-ით გაძვირდა. ხოლო რაც შეეხება თვიურ ჭრილში, მაისში აპრილთან შედარებით, გაძვირებამ 0,7%-ი შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები