სამინისტროს GWP-ის მფლობელ კომპანია Aqualia-სთან აქვს ურთიერთობა იმისთვის, რომ მათი საინვესტიციო საქმიანობა ადეკვატური იყოს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავიითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„კომპანიასთან გვაქვს ურთიერთობა იმისთვის, რომ ადეკვატური იყოს მათი საინვესტიციო საქმიანობა და მომავალში არ დადგეს მსგავსი გამოწვევების წინაშე მოსახლეობა, გვქონდეს ხარისხიანი წყალმომარაგება და ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ, ამ კუთხით სრული ურთიერთგაგება არსებობს, იმისთვის, რომ კომპანიამ სწრაფად, ადეკვატურად შეასრულოს ისეთი სამუშაოები, რომ მოსახლეობას ხარისხიანი წყალმომარაგება ჰქონდეს“, - თქვა ვიცე-პრემიერმა.
სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენი 16 ივნისს ავარიულად დაზიანდა. როგორც GWP-ში აცხადებენ დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან 24 საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.წყალმომარაგების შეზღუდვის თავდაპირველი არეალი ორჯერ შემცირდა და ნაცვლად 110,000 აბონენტისა დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე წყალმომარაგება პერიოდულად შეზღუდული აქვს 58,351 აბონენტს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება