USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გურიის რეგიონში 46 კმ გზის რეაბილიტაცია სრულდება

გურიის რეგიონში 46 კმ გზის რეაბილიტაცია სრულდება

2023-06-07 16:08:50

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გურიის რეგიონში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 46 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია, რომელიც 6 სხვადასხვა მონაკვეთს მოიცავს, დასრულების ეტაპზეა.  ხოლო დარჩენილ 3 კმ-ზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. აღნიშული პროექტების ჯამური ღირებულება 42.2 მილიონი ლარია.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის, ჩოხატაური-ბახმაროს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის, ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებს და ასევე, ნასაკირალის გზის მონაკვეთს. ნასაკირალის მონაკვეთი, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის შემადგენელი ნაწილია. ეს მონაკვეთი უმოკლესი გზით აკავშირებს ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს და გურიისა და აჭარის რეგიონებს.

გარდა ამ 46 კილომეტრისა, დამატებით გურიის რეგიონში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით წლის ბოლომდე 4 პროექტის ფარგლებში 43 კმ-მდე კმ. გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. ასევე, მიმდინარეობს 1 ახალი ხიდის მშენებლობა და 4 ნაპირსამაგრი პროექტი - სიგრძით 1,5 კმ. სახელმწიფო ბიუჯეტით მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 42 მლნ. ლარამდეა.

მიმდინარე პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. მოსახლეობა კი  კომფორტული და უსაფრთხო გზებით ისარგებლებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები