USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გრუმინგ სალონი „ცუგრუმელა“ ძაღლებისთვის ჯანსაღი ორცხობილების წარმოებას იწყებს

გრუმინგ სალონი „ცუგრუმელა“ ძაღლებისთვის ჯანსაღი ორცხობილების წარმოებას იწყებს

2023-06-09 14:00:36

„ცუგრუმელაში“ ყველაზე მსუნაგ ცუგებს სახლში დამზადებული, უგემრიელესი და ჯანსაღი ორცხობილები დახვდებათ“, - ამბობს Business Insider Georgia-თან გრუმინგ სალონის დამფუძნებელი მერი ლორთქიფანიძე.   

გრუმინგ სალონი „ცუგრუმელა“ ორი თვის წინ გაიხსნა, ახლა კი გრუმინგის სრულ სერვისთან ერთად, ცუგებს ჯანსაღ ორცხობილებს შესთავაზებს. 

„ჩვენი ორცხობილები მზადდება უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან და არ შეიცავს საღებავებსა და კონსერვანტებს“, - ამბობს მერი ლორთქიფანიძე.

ცუგებისთვის განკუთვნილ მენიუშია სხვადასხვა ტიპის ორცხობილები. კერძოდ, თევზის, ხორცისა და ბოსტნეულის შემადგენლობით.

„ორცხობილები მზადდება ნედლი პროდუქტებით. მათ შორის ბოსტნეულითაც და  ჰიპერალერგიული ძაღლებისთვისაა გათვალისწინებული. ასევე წარმოებაში იქნება სპეციალური ლეკვების ხაზი.

ორცხობილის შენახვის ვადა შემადგენლობის მიხედვით ერთიდან - სამ კვირამდეა. პროდუქტი დაბალანსებულია პროტეინით, ნახშირწყლებითა და ცხიმებით. ფასები შეფუთვის მიხედვით განისაზღვრება  - მინიმალური შეფუთვა 5 ლარი- მაქსიმალური 25 ლარი ეღირება“, -  ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

„ცუგრუმელას“ ორცხობილები გრუმინგ სალონსა და ონლაინ გაიყიდება. როგორც მერი ლორთქიფანიძე ამბობს, ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი სერვისი არცერთ კმპანიას არ აქვს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები