გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დადაცული ტერიტორიების სააგენტო, ექსპერტების ჩართულობით, ბალდის კანიონზე ბუნების ძეგლის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტს მოამზადებენ. მანამდე კი, სამუშაოები არ გაგრძელდება.
როდის გაგრძელდება სამუშაოები? ამ კითხვით, „ბიზნესინსაიდერი“ პროექტზე მომუშავე კომპანიის, „კანიონის 350-ის“ დამფუძნებელს, გოგა მერკვილაძეს დაუკავშირდა. როგორც გოგა მერკვილაძემ აღნიშნა, ადგილზე სამუშაოები გარკვეული პერიოდში განმავლობაში არ ხორციელდება. ის მიესალმება სახელმწიფოს ამ ნაბიჯს და იმედოვნებს, რომ პროექტის დადებით მხარეებს მალეყველა კარგად დაინახავს.
„სამუშაოები იქ ამ ეტაპზე ისედაც არ მიმდინარეობს. რაც შეეხება კვლევას, კარგია, რომ გარემოსდაცვის სამინისტრო ამას აკეთებს, რადგან არსებულ სპეკულაციებს ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი. გამოჩნდება, რომ ეს ყველაზე მინიმალური ზემოქმედებაა, რაც რომელიმე პროექტს შეუძლია მოახდინოს გარემოზე. აღსანიშნავია, რომ, კანონის თანახმად, ამის ვალდებულება არ არსებობს, მაგრამ როცა სახელმწიფო ამას აკეთებს, ნამდვილად მისასალმებელია. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით კვლევის შედეგებს,“ - აცხადებს გოგა მერკვილაძე.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში