საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, ბრიუსელში, ევროპალატის მიწვევით ღონისძიებაში "ევროპარლამენტი კომპანიებისთვის"- მიიღო მონაწილეობა.
ევროპალატისა და ევროპარლამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პალატებთან ერთად, 700 მსხვილი, საშუალო და მცირე კომპანია იღებდა მონაწილეობას.
შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებმა სხვადასხვა აქტულური საკითხები განიხილეს, მათ შორის ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის ძირითად კომპონენტები, რომელიც ხსნის საერთაშორისო ბაზრებს ევროპული საქონლის, მომსახურების, ინვესტიციებისა და სახელმწიფო შესყიდვებისთვის.
აღნიშნული შეხვედრები მეწარმეებს აძლევს საშუალებას გამოკვეთონ ბიზნესის მთავარი გამოწვევები და ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოებთან ერთად განიხილონ მათი გამოწვევები.
ღონისძიების ამოცანაა ბიზნესებმა მაქსიმალურად გამოიყენონ ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პოტენციალი და შესაძლებლობები. ფორუმი უზრუნველყოფს ბიზნესისგან უკუკავშირს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ევროკავშირის პოლიტიკა ბიზნესზე.
მეწარმეებმა ძირითადი აქცენტები გააკეთეს კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობაზე და ენერგოკრიზისზე, რომელიც განსაკუთრებით დიდი გამოწვევაა მცირე და საშუალო ბიზნესითვის.
ევროპალატა წარმოადგენს ევროპის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებას ევროკავშირში, ფარავს 43 ევროპულ ქვეყანას, აერთიანებს 45 წევრ ასოციაციასა და 20 მილიონ ბიზნეს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში