USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ღვინის მცველების“ ღვინო ექსპორტზე ჩინეთში გადის

„ღვინის მცველების“ ღვინო ექსპორტზე ჩინეთში გადის

2023-07-14 12:05:18

Wine Guards - „ღვინის მცველები“ ექსპორტზე ჩინეთში გადის. კომპანია 6 დასახელების ღვინოს აწარმოებს.

როგორც „ვაინ გარდსის“ დამფუძნებელი მიშა სონღულაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ღვინო ჩინეთის ბაზრისთვის ახალია, დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

„საშუალო საწარმოს წარმოვადგენთ. რადგან ჩვენი ღვინო ხარისხზეა გათვლილი, არც ვთვლით, რომ დიდი წარმოება გავხდეთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, შევთავაზოთ მსოფლიო ბაზრებს ქართული ღვინის მაღალი ხარისხი და ამ ხაზს ბოლომდე მივყვებით.

ძირითადად ქვევრის ღვინოს ვაყენებთ როგორც საკუთარი ვენახებიდან, ასევე ვყიდულობთ მაღალი ხარისხის ნედლეულს. გარდა ამისა, ვიყენებთ თანამედროვე ევროპულ ტექნოლოგიებს, მაგალითად, ფრანგული მუხის კასრებს, ვცდილობთ გავიზიაროთ ყველა გამოცდილება და ცოდნა, რაც ხელმისაწვდომია. ძალიან კარგად ვმუშაობთ უშუალოდ ჩინეთის ბაზარზე, რომელიც ახალი და სწრაფად მზარდია“, - ამბობს მიშა სონღულიშვილი.

„ვაინ გარდსი“ შეძენა ქართულ ბაზარზე ძირითადად ,,8000 მოსავლის“ დახლებზეა შესაძლებელი. საწარმო ახმეტის რაიონში მდებარეობს.

„ვაინ გარდსი“ 2017 წელს დაფუძნდა. კომპანია რქაწითელის, ქისის და საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ 6 დასახელების ღვინოს აწარმოებს: ქვევრის ,,რქაწითელი“, ,,საფერავი“, ,,მუკუზანი“, ,,ხიხვი“, ,,ქისი“ და ,,მწვანე“. ,,ვაინ გარდსი“ სეზონზე დაახლოებით 30-მდე ადამიანს ასაქმებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები