საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძვირადღირებულ ოპერაციას სრულად დააფინანსებს.
აქამდე მოქმედი პროგრამით, ღვიძლის ტრანსპლანტაცია დადგენილი ტარიფის ფარგლებში ფინანსდებოდა არა უმეტეს 70 000 ლარით, პაციენტის თანაგადახდის წილი კი, 50 000 ლარს შეადგენდა.
მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტს თანაგადახდის წილი მთლიანად მოეხსნა და ჯანდაცვის სამინისტრო მომსახურებას სრულად - 120 000 ლარით დააფინანსებს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორგანოგადანერგილი პირები შშმ სტატუსის დადგენის უფლებით ვერ სარგებლობდნენ, რისთვისაც შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა მიმდინარე წლის იანვარში და ღვიძლის, გულის ან თირკმლის გადანერგვა მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს წარმოადგენს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში