ღაზას სექტორში 338 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები, - განაცხადა გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისმა (OHCA).
ორგანიზაციის მონაცემებით, 2,3 მილიონი მოსახლეობის ტერიტორიაზე დევნილთა რაოდენობა ოთხშაბათს საღამოს 75 ათასით გაიზარდა და 338 934-ს მიაღწია.
7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში