USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Georgian Wings-ის ზამთრის სეზონის ფრენის განრიგი და ავიაბილეთები უკვე ხელმისაწვდომია

Georgian Wings-ის ზამთრის სეზონის ფრენის განრიგი და ავიაბილეთები უკვე ხელმისაწვდომია

2023-10-16 16:12:11

Georgian Wings-ის ზამთრის სეზონის ფრენის განრიგი და ავიაბილეთები უკვე ხელმისაწვდომია.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ფრენები თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით კვირაში 9 სიხშირით შესრულდება, ყოველ დღე და დღეში ორჯერ.

ფრენები თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებით, სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით კვირაში 5 სიხშირით.

Georgian Wings-ი ფრენის ახალი სიხშირეების და განრიგის გარდა მგზავრებს, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე განახლებულ სატარიფო პოლიტიკას სთავაზობს:

ავიაბილეთის სატარიფო პოლიტიკა

Fare Families:

Lite (RBD LL) – 5კგ ხელბარგი 0კგ რეგისტრირებული ბარგი

Standard (RBD SS) – 5კგ ხელბარგი 10კგ რეგისტრირებული ბარგი

Plus (RBD PP) – 7 კგ ხელბარგი  20კგ რეგისტრირებული ბარგი

ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ავიაკომპანიის ოფიციალური საიტის gorgianwings.com-ის მეშვეობით, ასევე ავია სალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები