დღეიდან ქართულმა ეროვნულმა გადამზიდავმა Georgian Airways-მა თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო.
თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 08:00 საათზე აფრინდა, იუწყება Trend-ი TASS-ზე დაყრდნობით.
მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში ჩასვლის სავარაუდო დროა 10:15. როგორც TASS-ის კორესპონდენტს განუცხადეს ავიაკომპანიაში, პირველი ბორდი, რომელიც მოსკოვში გაფრინდა, ნახევარზე მეტია სავსე. საქართველოს ეროვნული გადამზიდავი რუსეთის დედაქალაქში კვირაში შვიდჯერ იფრენს.
Georgian Airways გახდა მეორე ავიაკომპანია, რომელმაც დიდი ხნის შემდეგ დაიწყო პირდაპირი ფრენების განხორციელება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის. რუსული კომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავმა პარასკევს პირველი რეისი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ოთხი წლის განმავლობაში შეასრულა. ივნისიდან რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოში ფრენებს დაიწყებს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება