USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Georgian Airways-ი მოსკოვის მიმართულებით 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით იფრენს

Georgian Airways-ი მოსკოვის მიმართულებით 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით იფრენს

2023-05-16 14:20:40

Georgian Airways-ი მოსკოვის მიმართულებით ფრენების შესრულებას 20 მაისიდან იწყებს. ავიაკომპანიამ შესაბამისი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან უკვე მიიღო. 

„თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-ი იწყებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 16 მაისს გაიცა“, - აცხადებენ  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები