USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti -ში “ოქროსფერი რთველი”  10-13 ნოემბერს გაიმართა

Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti -ში “ოქროსფერი რთველი” 10-13 ნოემბერს გაიმართა

2023-11-13 17:50:57

Georgia palace hotel & spa kobuleti-ში „ოქროსფერი ნოემბერი“ გაიმართა. რამოდენიმე წლის წინ, სტუმრებთან ერთად დანერგილი ციტრუსი წელს პირველად, სასტუმროს დამსვენებლებმა და ასევე, კომპანიის თანამშრომლებმა ერთად აიღეს.

როგორც Business Insider Georgia-ს სასტუმრო  Georgia palace hotel & spa kobuleti-ში განუცხადეს, „ოქროსფერი ნოემბერი“ არის ტრადიცია, რომლის დანერგვასაც სასტუმრო აპირებს და ის ყოველ ნოემბერს გაიმართება. 

წელს “ოქროსფერ რთველს” Georgia palace hotel & spa kobuleti-მ 10-13 ნოემბერს უმასპინძლა. სასტუმროს ტერიტორიაზე დარგული ციტრუსის ხეებიდან მოსავალი სასტუმროს დამსვენებლებმა, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” და მაკდონალდსის თანამშრომლებმა ერთად აიღეს. 

როგორც სასტუმროს ადმინისტრაციაში განმარტავენ, “ოქროსფერი რთველი”, რომელიც ყოველ წელს გაიმართება, აჭარის უნიკალურობოს წარმოჩენას შეუწყობს ხელს.

„კომპანიისთვის პრიორიტეტულია აჭარის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ვთვლით, რომ მსგავსი ტრადიციის დანერგვით და შემდგომში უკვე გაფართოებით, სწორედ ტურიზმის ნაწილში ჩვენგან შეტანილი წვლილი იქნება. 

„ოქროსფერი რთველის“ აქტივობები სასტუმროს ბაღში გაიმართა. ჩვენივე ხელით მოკრეფილი ციტრუსით კოქტეილები დავამზადეთ. Coke Mix-ის რეცეპტით დამზადებული, კაპის წვენის ბაზაზე მომზადებულ კოქტეილებს, განსაკუთრებით მოუხდა ახლად დაკრეფილი მანდარინი. 

როგორც ნამდვილ რთველს და აჭარას უხდება - ამოვავლეთ ჯანჯუხა. დასავლეთ საქართველოში ჯანჯუხა , იგივე იმერული ჩურჩხელა არის ოჯახური კავშირის და ურთიერთობის შემადგენელი ნაწილი. ასევე აჭარის ერთ-ერთი გამორჩეული კულინარიული მშვენების - აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასიც გაიმართა“, - აცხადებენ Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti-ში.

Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს, თანამშრომლებს და სასტუმროს სტუმრებს, ნოემბრის დაუვიწყარი ისტორია შეუქმნას. 

აღსანიშნავია, რომ რიკოთის უღელტეხილის გზის რეკონსტრუქციის დასრულებამ Georgia Palace Hotel & Spa Kobulet-ის სტუმრებს საშუალება მისცა თბილისიდან სასტუმროში 40 წუთით ადრე მოხვდნენ.
#შექმენიშენინოემბრის ისტორია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები