რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა რწმენა, რომ გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის მშენებლობა, რომელიც მონღოლეთიდან ჩინეთში გაივლის, კარგი ტემპით წარიმართება.
როგორცTASS-ი წერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ამის შესახებ მონღოლეთის პრეზიდენტ უხნააგიინ ხურელსუხთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები, მრავალმხრივი, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ერთად, ვგულისხმობ, მაგალითად, გაზსადენის სისტემის მშენებლობას მონღოლეთის გავლით ჩინეთში. ამ პროექტს ყველა ეთანხმება, ყველა მხარეს სურს მონაწილეობა, სურს მუშაობა. საქმე იმპლემენტაციაშია, ვფიქრობ, კარგი ტემპით ვივლით“, - განაცხადა პუტინმა.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა