USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გარე რისკებმა გადაწონა შიგნით არსებული მზაობა - დავით ნარმანია ენერგეტიკული ბაზრის გახსნის გადავადებაზე

გარე რისკებმა გადაწონა შიგნით არსებული მზაობა - დავით ნარმანია ენერგეტიკული ბაზრის გახსნის გადავადებაზე

2023-07-11 20:00:02

ენერგეტიკული ბაზრის გადავადებაზე მთავრობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება მათი მხრიდან იყო არგუმენტირებული, - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

მისი  განმარტებით, ენერგეტიკული ბირჟის და ბაზრის გახსნის გადავადების არგუმენტები მთავრობს ხრიდან იყო ჩვენს რეგიონში არსებული საომარი მოქმედებებიდან და მასთან დაკავშირებული ენერგეტიკული სირთულეები.

„რაც საკმარისი არგუმენტი იყო ბაზრის გახსნის გადავადებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა შიგნიდან და თავად ბაზრის მონაწილეები ყველა მზად იყვნენ, გარე რისკებმა გადაწონა შიგნით არსებული მზაობა. თუმცა ენერგეტიკის სექტორი არ მოდუნდება და ის საცდელი ვაჭრობები გაგრძელდება მომავალშიც. გარდამავალი პერიოდის დოკუმენტები რომელიც გვაქვს იქ გარკვეული კორექტირებები გაკეთდება და სისტემის მზაობა ბაზრის გახსნისთვის შენარჩუნება და როგორც კი შესაბამისი რისკები შემცირდება ბაზრის გახსნაც მოხდება“, - აცხადებს დავით ნარმანია.

როგორც ცნობილია, ივნისში საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის დაწყება მეექვსედ ამჯერად ერთი წლით გადავადდა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები