ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი კოკა-კოლა Y3000 მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობას აძლევს. კოკა-კოლას მირთმევასთან ერთად, თქვენ სასურველი სივრცის მომავლის ხილვა შეგიძლიათ. ამის გაკეთება კი საკმაოდ მარტივია QR-ის გამოყენებით, რომელიც დატანილია ქილაზე.
კოკა კოლას უახლეს ქმნილებას Y3000 -ს შემოაქვს მომავლის ხედვა დღევანდელ სამყაროში და გამოგზაურებთ და გაჩვენებთ, თუ როგორი შეიძლება იყოს პოზიტიური და ოპტიმისტური მომავალი.
„მომხმარებელს ვაძლევთ საშუალებას რომ გარემოს ტრანსფორმაცია მოახდინონ და გადაინაცვლონ მომავალში. ნახონ კოკა-კოლა ქრიეიშენის თვალით დანახული მომავალი Y3000 როგორ გამოიყურება. ახალი ტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის კომბინაციით, მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა დაასკანეროს ქილა, გადაუღოს ფოტო იმ სივრცეს სადაც იმყოფება , წარმოიდგინოს და ნახოს, როგორი იქნება ეს სივრცე Y3000-ში“, - აცხადებენ კომპანიაში.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ მოგზაურობაში არის ის QR კოდი რომელიც დატანილია ქილაზე.
პირველ რიგში Y3000-თან ერთად მიდიხარ იმ ლოკაციაზე რომლის მომავლის ვერსიის ნახვაც გაინტერესებს.
• დაასკანერე y3000 და გადადი საიტზე
• გაიცანი Y3000-ის ხელოვნური ინტელექტი და დაიწყე მოგზაურობა
• გარე სივრცეში, გადაუღე ფოტო იმას რისი მომავლის ვერსიაც გინდა რომ ნახო
• უკვე შეგიძლია, რომ Y3000 ხელოვნურ ინტელექტთან ინტერაქციაში შეხვიდე და შენთვის სასურველი ცვლილებებიც შეიტანო
• გააზიარე მომავალი
კოკა-კოლას პროდუქტი Y3000 რომელიც კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნა 15 სექტემბრიდან არის გაყიდვაში. კოკა-კოლა Y3000 - ადამიანური კრეატიულობისა და ხელოვნური ინტელექტის ძალის გამოყენებით შექმნილი პროდუქტია და მომავლის გემოს გასინჯვის შესაძლებლობაა .
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში