გაჩნდება მოთხოვნა ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებაზე - „არქის“ გენერალური დირექტორი კანდიდატის სტატუსზე
2023-12-23 18:00:00
სამშენებლო კომპანია „არქის“ გენერალური დირექტორი Business Insider Georgia-თან აცხადებს, რომ ევროკავშირის სტატუსის მიღება საქართველოში საინვესტიციო გარემოს წახალისებას უზრუნვეყოფს.
შიო ხეცურიანს სჯერა, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიმართ უცხოელი ინვესტორების ინტერსს გაზრდის.
„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაინერგება ევროპული სტანდარტები მშენებლობისა და ხარისხის მიმართულებით. გაჩნდება მოთხოვნა ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებაზე. „არქი“ ამ მხრივ ყოველთვის უსწრებდა რეგულაციებს. ჩვენ წლებია მშენებლობაში ენერგოეფექტურ, ეკოლოგიურად სუფთა მასალებს ვიყენებთ და პროექტებში უმაღლეს დონეზე გვაქვს უსაფრთხოება დაცული. საბოლოო ჯამში მომხმარებლისთვის უფრო მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსები შეიქმნება“ - განუცხადა Business Insider Georgia-ს „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა.