USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფუდრითეილში მომხმარებელი ძირითადად ორიენტირებულია სააქციო შეთავაზებებზე -  „მაგნიტი“

ფუდრითეილში მომხმარებელი ძირითადად ორიენტირებულია სააქციო შეთავაზებებზე - „მაგნიტი“

2024-01-01 12:00:00

წინასაახალწლო დღეებში პროდუქციის ფართო ასორტიმენტი შეარჩია და მომხმარებელს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით სთავაზობს „მაგნიტი“. კომპანიის მარკეტინგის დირექტორი თამარ გელანტია Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ სააქციო შეთავაზებები ისახება გაყიდვების მოცულობაზე და საბოლოო ჯამში კომპანიაც და მომხმარებელიც კმაყოფილი რჩება.

„ფუდრითეილში მომხმარებელი ძირითადად ორიენტირებულია სააქციო შეთავაზებებზე. ამასთან, როცა მათ ადგილზე ხვდებათ სხვადასხვა პროდუქტები კარგ ფასად, ისეთ შესყიდვებსაც ახორციელებენ, რომელიც შეიძლება დაგეგმილი საერთოდაც არ ჰქონიათ. ჩვენს ქსელში საახალწლო ასორტიმენტზე ამ ეტაპზე 70%-იანი ფასდაკლებაა, სააქციო კალათაში ყველა ის პროდუქტია, რომელიც საჭიროა საახალწლო სუფრისთვის. „მაგნიტი“ სააახალწლო შეწყიდვების ადგილია და მომხმარებელს შეუძლია ჩვენთან მეტი ეკონომია გააკეთოს“, - ამბობს, თამარ გელანტია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები