USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღი ახლოვდება - გაფრთხილენა

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღი ახლოვდება - გაფრთხილენა

2023-10-25 13:27:07

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღი ახლოვდება.

ფიზიკური პირი არაუგვიანეს 1 ნოემბრისა ვალდებულია წარადგინოს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია თუ:

  • საკუთრებაში აქვს დასაბეგრი მიწა ან სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწით;
  • პირის და მისი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული (2022) წლის მიხედვით აღემატება 40 000 ლარს და საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი ქონება (უძრავი ქონება, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი,  იახტა (კატარღა), შვეულმფრენი, თვითმფრინავი და  მსუბუქი ავტომობილ(ებ)ი, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები და სხვა).

დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა პირს, თუ გასულ საგადასახადო წელს წარდგენილი აქვს დეკლარაცია ან დარიცხული აქვს გადასახადი და არ იცვლება მონაცემები.

 შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 ნოემბრისა.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები