USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფინანსური სექტორი 2023 წელს 15%-ით გაიზრდება - თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე

ფინანსური სექტორი 2023 წელს 15%-ით გაიზრდება - თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე

2023-07-10 14:13:50

გაცხადებული გვაქვს, რომ 2023 წელს კაპიტალზე უკუგება 20%-ზე მეტი გვაქვს. ვფიქრობ ამ დანაპირებს შევასრულებთ, ხოლო დივიდენის გადახდის კოეფიციენტი მინიმუმ 30% გვექნება, - ამის შესახებ მედიას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ (კორპორატიული და საინვესტიციო ბანკინგი, დაგროვილი კაპიტალის მენეჯმენტი) გიორგი თხელიძემ განუცხადა. 

რაც შეეხება დაკრედიტებას, მისი შეფასებით, ამ კითხით ბაზარი გააქტიურებულია.

„თიბისიში ზრდა პირველი 6 თვის შეადგენს 6%-ს შეადგენს,რაც 600 მილიონი ლარია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიზნეს-სექტორის დაკრედიტების ზრდა 2023 წელს 15-16%-ის ფარგლებში იქნება. ხოლო ჯამურად ფინანსური სექტორი,  15%-ით გაიზრდება“, - აცხადებს გიორგი თხელიძე. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები