საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 26 სექტემბერს 5-წლიანი 90 მლნ ლარის (33.7 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა.
ამასთან, მოთხოვნა 1.5-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.050პპ-ით შემცირდა და 8.264% შეადგინა.
უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2023 წლის 3 ოქტომბერს, სადაც 6-თვიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 2-წლიანი 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.
უახლესი
9 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება9 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში