USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფიქრობთ, 2027 წლის ბოლოს - 2028 წელს გვექნება ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველი ტვირთები მივიღოთ - ლევან დავითაშვილი

ფიქრობთ, 2027 წლის ბოლოს - 2028 წელს გვექნება ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველი ტვირთები მივიღოთ - ლევან დავითაშვილი

2024-02-11 23:48:00

ვფიქრობთ, 2027 წლის ბოლოს - 2028 წელს გვექნება ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველი ტვირთები მივიღოთ, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ამ პროექტზე მუშაობა თანმიმდევრულად, გეგმაზომიერად მიმდინარეობს.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სწორად უნდა გაკეთდეს, ისე რომ მან შეასრულოს ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ მას ექნება სატრანსპორტო სექტორში და ის ე.წ. შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლი იქნება. შესაბამისად, ჩვენ ამას ვაკეთებთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, კანონმდებლობის შესაბამისად, იმ კვლევების საფუძველზე, რომლებშიც ჩართული იყო ყველაზე წამყვანი საექსპორტო კომპანიები“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, წელს სახელმწიფო შეარჩევს კერძო პარტნიორს, რომელთანაც ერთად განავითარებს პორტს. წელსვეა დაგეგმილი ძირითადი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყება.

მინისტრმა ასევე შუა დერეფნის კონტექსტში რკინიგზის, საგზაო ინფრასტრუქტურის და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მნიშვნელობას მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები