ფეროშენადნობების ექსპორტი 31%-იან კლებას აჩვენებს. როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2023 წელს საქართველომ ექსპორტზე 157,234.90 ტონა ფეროშენადნობები გაიტანა, 2022 წელს კი 229,093.56 ტონა, შესაბამისად კლება 31.36%-ის დონეზეა.
რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს კლება 61%-ის დონეზეა. 2023 წელს ექსპორტზე 180,661.85 ათასი დოლარის ფეროშენადნობები გავიდა, ხოლო 2022 წელს კი 459,803.30 ათასი დოლარის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტის რეკორდი 2021 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანამ საზღვარგარეთ 299,384.71 ტონა ფეროშენადნობები გაიტანა, რისთვისაც 477,432.79 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
ფეროშენადნობებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი აშშ-ა, სადაც მისი ექსპორტის 37%-ი ხორციელდება. 24%-იანი წილით მეორე საექსპორტო ბაზარია რუსეთი.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ფეროშენადნობებს ყიდის:
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება