მომხმარებლისთვის „ფარკონის“ ბრენდის ქვეშ ახალი პროდუქტის შეთავაზებას ვაპირებთ - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „ფარკონის“ ექსპორტ-იმპორტის მენეჯერმა გიორგი ალფაიძემ გაუცხადა.
მისივე ინფორმაციით, „ფარკონი“ კაფსულირებული ხილის წარმოებას გეგმავს.
`„კაფსულაში მოთავსდება ძალიან წვრილად დაფქული ხილი. მაგალითად ვაშლი და ასკილი. ხილი კაფსულები ბავშვთა კვებისთვის იქნება განკუთვნილი, რისი საშუალებითაც პატარები ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებს მიიღებენ“, - ამბობს „ფარკონის“ ექსპორტ-იმპორტის მენეჯერი.
კომპანიამ საცდელი წარმოებისთვის, USAID-ის (სოფლის მეურნეობის პროგრამა) დახმარებით დანადგარები მიიღო და ახალი შენობა-ნაგებობა გააფართოვა.
კაფსულირებული ხილის საცდელ პარტიას „ფარკონი“ 2023 წელს გამოუშვებს.
1997 წელს დაფუძნებული კომპანია 2 საწარმოს ფლობს, სადაც ველური სამკურნალო მცენარეების, ტყის ხმელი კენკრის, დაფნის ფოთლისა და სანელებლების გადამუშავება მიმდინარეობს. სანელებლების დიდი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება სამკურნალო მცენარეები კი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში გადის ექსპორტზე.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში