აშშ-ის ხელისუფლების ზეწოლის მიუხედავად, ამერიკული ნავთობკომპანია Exxon Mobil-ი ჩინეთში დიდი ნავთობქიმიური კომპლექსის აშენებას გეგმავს.
ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.
წყაროები ამბობენ, რომ კომპლექსს ეწოდა „China-1“ და მისი ექსპლუატაციაში გაშვება 2025 წელს იგეგმება.
ნავთობის გიგანტის ხელმძღვანელები თვლიან, რომ „ქიმიურ ნივთიერებებზე მსოფლიო მოთხოვნა 42%-ით გაიზრდება 2030 წლამდე და ჩინეთი ამ ფეთქებადი ზრდის ცენტრშია“.
„გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩინეთის ეკონომიკა უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე ამერიკული ან ევროპული, ამიტომ Exxon Mobil უკვე ჩქარობს აზიის ბაზრის ხელში ჩაგდებას“, - წერს გამოცემა.
უახლესი