USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის სამასპინძლოდ სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებისთვის 100 მლნ ლარი დაიხარჯა

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის სამასპინძლოდ სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებისთვის 100 მლნ ლარი დაიხარჯა

2023-05-24 12:52:50

საქართველოში უეფას, 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს: თბილისის მიხეილ მესხის სახელობისა და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონებს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს და საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონებს თბილისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში.

როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ჩატარებული სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ბალახის ახალი საფარი მოეწყო 11 მოედანზე, დამონტაჟდა 6 სტადიონის განათების სისტემა, გახმოვანების ახალი სისტემები და ახალი სკამები, ლედ სარეკლამო კედლები და სხვა.

სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო.

სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქართულმა კომპანია შპს ,,დაგმა" განახორციელა

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები