სტრასბურგში ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ წარდგენილი დელეგაციის წევრებმა - ევროპის საბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ და ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ლევან ჟორჟოლიანმა, ასევე დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, მიიღეს მონაწილეობა.
დელეგატებმა მე-5 ვიცეთავმჯდომარის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, უკრაინის მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში არსებული ვითარება შეაფასეს, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე იმსჯელეს და განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ქარტიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: საფრანგეთი, ხორვატია, ანდორა, იტალია, მონტენეგრო, მალტა, უნგრეთი, ისლანდია, თურქეთი და მოლდოვა.
მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაზე ივლისის თვეში თბილისში დაგეგმილი მონიტორინგის კომიტეტის შემდგომი სხდომის თემატიკა და თანმდევი ღონისძიებების დეტალები განიხილეს.
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩს - თამარ ტალიაშვილსაც - შეხვდნენ, შეხვედრაზე მხარეებმა ევროსაბჭოსა და საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება