დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსის მინიჭება უნდა მოხდეს ღირსების, იდენტობისა და მშვიდობის შენარჩუნებით. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და სუვერენიტეტი. გვესმის მოწოდებები სანქციებთან მიერთებაზე, ომში ჩართვაზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, გვინდა ევროინტეგრაცია და ამისკენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, მაგრამ ღირსება, მშვიდობა და იდენტობა უნდა შევინარჩუნოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ევროპაში ამაყად სიარული უნდა. ხოლო ვისაც გაქვთ ცალ ფეხზე დგომის სურვილი, ეს თქვენი სურვილია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, თავად ივლის თუ არა ევროპაში, კახა კალაძე პასუხობს, რომ „ევროპაში ყველამ უნდა ვიაროთ ღირსებით და არა მონებად“.
„რატომ არ უნდა ვიარო? რა თქმა უნდა, უნდა ვიაროთ ყველამ. არა ცალ ფეხზე და მონებად, არამედ უნდა ვიაროთ ღირსეულად და თავაწეულებმა. ჩვენ ვართ ძალიან მაგარი ქვეყნიდან, რომელსაც ჰქვია საქართველო. უამრავი წარმატებული ადამიანი გვყავს, რომელიც დღეს ევროპაში მოღვაწეობს. კვარაცხელიას ქვეყნიდან წამოსულმა ადამიანმა ცალ ფეხზე არ უნდა იაროს, ამაყმა და ღირსებით უნდა იაროს.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იმსახურებდა, როდესაც უარი გვითხრეს. ჩვენ შევასრულებთ 12-პუნქტიან გეგმას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოგვცენ სტატუსი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი