ევროპარლამენტარები „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ევროპარლამენტარი აღნიშნავენ, რომ ღრმად შეშფოთებულები არიან საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხოური აგენტების” კანონის პირველი მოსმენით დამტკიცების გამო და აღნიშნავენ, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და სტანდარტებს, და ძირს უთხრის საქართველოს პროევროპულ გზას.
„საქართველოს ენერგიულმა სამოქალაქო საზოგადოებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დემოკრატიულ რეფორმებში და ქვეყნის ევროკავშირში წევრობის განცხადების მომზადებისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავონ სამოქალაქო საზოგადოების როლის დისკრედიტაციისა და შეზღუდვის შემდგომი მცდელობებისგან, და, პირიქით, ხელი შეუწყონ თანამშრომლობის გარემოს შექმნას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად, მიზანს, რომელსაც ძალიან ვუჭერთ მხარს და მზად ვართ, დაგეხმაროთ მიღწევაში”, - წერია განცხადებაში.
განცხადებას 16 ევროპარლამენტარი აწერს ხელს:
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი