USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკომისიამ ქართულ თხილში აფლატოქსინების კონტროლის სახელმწიფო სისტემა დადებითად შეაფასა

ევროკომისიამ ქართულ თხილში აფლატოქსინების კონტროლის სახელმწიფო სისტემა დადებითად შეაფასა

2024-02-28 11:36:00

ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებმა (DG SANTE) 2023 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, ქართულ თხილში  აფლატოქსინების  სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით, აუდიტი განახორციელეს.

სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ ევროკომისიის  აუდიტორებს მიაწოდა სათანადო დოკუმენტაცია  და ინფორმაცია იმ პროცედურების შესახებ, რომლებიც სახელმწოფო კონტროლის ფარგლებში ხორციელდება. წარდგენილი იყო საექსპორტოდ განკუთვნილი პროდუქციის შემოწმების სრული ჯაჭვი. სახელმწიფო კონტროლის სისტემის ეფექტიანობა ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე შეფასდა. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფმა, აუდიტორების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, შეიმუშავა  და წარადგინა სამოქმედო გეგმა, რომელიც დირექტორატის წარმომადგენლებმა მოიწონეს. შედეგად, ევროკომისიის  ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალურმა დირექტორატმა (DG SANTE) ქართულ თხილში აფლატოქსინების კონტროლის სახელმწიფო სისტემა დადებითად შეაფასა, რაც ხელს შეუწყობს ქართული თხილის ექსპორტს ევროპის ბაზარზე დამატებითი პროცედურებისა და შეფერხების გარეშე.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები