USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირის რამდენ მოქალაქეს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან

ევროკავშირის რამდენ მოქალაქეს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან

2023-09-11 10:15:11

2022 წელს ევროკავშირის მოსახლეობის 2.4%-ს არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან.  მეორე მხრივ, სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების წილი უფრო მაღალი იყო და 7.6%-ს შეადგენდა.

2021 წელთან შედარებით, ვითარება გაუმჯობესდა 0,3 პროცენტული პუნქტით (pp) (2,7%) მთლიან მოსახლეობაში და 0,8 პროცენტით (8,4%) სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებში - ამის შესახებ EUROSTAT-ი წერს. 

2022 წელს, სხვაობა მთლიან და სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფ მოსახლეობას შორის ინტერნეტ კავშირის შესაძლებლობის თვალსაზრისით, ასევე თვალსაჩინო იყო ევროკავშირის ქვეყნებში:

სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების ყველაზე მაღალი წილი, რომლებსაც არ შეუძლიათ ინტერნეტთან დაკავშირება დაფიქსირდა რუმინეთში (25.0%), შემდეგ მოდის ბულგარეთი (20.5%) და უნგრეთი (16.5%). მეორეს მხრივ, ყველაზე დაბალი წილი დაფიქსირდა დანიასა და ფინეთში (ორივე 1,0%), შემდეგ მოდის კვიპროსი და ლუქსემბურგი (ორივე 1,5%).

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები