USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირის კიდევ სამმა ქვეყანამ სასაზღვრო კონტროლი შემოიღო

ევროკავშირის კიდევ სამმა ქვეყანამ სასაზღვრო კონტროლი შემოიღო

2023-10-23 11:44:03

სლოვენია, ხორვატია და იტალია მკაცრ სასაზღვრო კონტროლს ახორციელებენ. ეს ყველაფერი ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო.
სლოვენიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ უნგრეთთან და ხორვატიასთან სასაზღვრო კონტროლს აწესებს. ამის საპასუხოდ, ხორვატიამ სლოვენიის საზღვარზე კონტროლი შემოიღო. გადაწყვეტილებას მხარი იტალიის ხელისუფლებამაც დაუჭირა. ამ დროისთვის კონტროლი 10 დღით არის შემოღებული, თუმცა შეიძლება სამომავლო გახანგრძლივდეს.

შემოწმებები ევროკავშირის შიდა საზღვრებზე უკვე დაწესებულია პოლონეთში, ჩეხეთში, ავსტრიასა და გერმანიაში. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ისინი უფრო სუსტია, ვიდრე გარე საზღვრებში კონტროლი, მაგრამ მაინც აუცილებელია მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები