USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევექსი ჰოსპიტლებმა 3 000 ექთნისთვის პროფესიული დღე საზეიმოდ აღნიშნა

ევექსი ჰოსპიტლებმა 3 000 ექთნისთვის პროფესიული დღე საზეიმოდ აღნიშნა

2023-05-13 18:21:57

ევექსი ჰოსპიტლებმა ექთნების საერთაშორისო დღე მასშტაბურად აღნიშნა და ქსელში დასაქმებულ 3 000-მდე ექთანს პროფესიული დღე საზეიმო ვითარებაში კიდევ ერთხელ მიულოცა.

ჯანდაცვის სექტორის უმნიშვნელოვანესი რგოლის დაფასებისა და აღიარების მიზნით, კომპანია უკვე მეექვსე წელია
, სხვადასხვა სახის ღონისძიებას ახორციელებს. სპეციალურად ქსელში დასაქმებული ექთნებისთვის, ყოველი წლის 12 მაისს საზეიმო საღამო იმართება.  

ევექსი ჰოსპიტლები არის პირველი სამედიცინო კომპანია ქვეყანაში, რომელმაც პროფესიული განათლების კუთხით მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება ჯერ კიდევ 2013 წლიდან დაიწყო. ხორციელდება უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, რაც ქსელში დასაქმებული ექთნების გადამზადებას ითვალისწინებს და მათთვის კარიერული ზრდის შესაძლებლობას ქმნის. დღემდე ბაზისურ საექთნო სწავლებაში 12 000-ზე მეტი კაც-ტრენინგია ჩატარებული და სრულად ფინანსდება სამედიცინო ქსელის მხრიდან. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ისიც, რომ ექთნებისთვის უნიკალური ქართულენოვანი პროფესიული ლიტერატურა შეიქმნა, რაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

გარდა ამისა, წელს სრულიად ახალი სასწავლო პროგრამა დაიწყო ექთნების პროფესიული განათლების კუთხით, რომელიც მენეჯერული რგოლის ექთნების სასერტიფიკატო პროგრამა და ქსელში დასაქმებული ყველა ექთნის ეტაპობრივ გადამზადებას მოიცავს. ყველაფერი ეს, საბოლოო ჯამში, ემსახურება ჯანდაცვის სექტორის უწყვეტ გაძლიერებას ქვეყანაში.

სწორედ „უწყვეტი განათლება“ და „მუდმივი განვითარება“ იყო ის ნომინაციები, რომელში გამარჯვებულებიც საექთნო ტესტირებებში საუკეთესო შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ. ლისი ივენთ ჰოლში გამართულ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ასევე ექთნები „პაციენტებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის.“ გამარჯვებულები პაციენტების კმაყოფილების კვლევის საფუძველზე გამოვლიდნენ.  


მასშტაბური საზეიმო ღონისძიება წელს მუსიკალურად გააფორმეს ლიზა ბაგრატიონმა, ნატო მეტონიძემ და ეკა დოლიძემ ბენდთან ერთად. შეირჩა განსაკუთრებული რეპერტუარი და შესრულდა სასიამოვნო მუსიკალური კომპოზიციები. ღონისძიებას ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვა.


 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები