USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეს არის საქართველოს მიერ ამ მნიშვნელოვან გზაზე გაწეული ძალზე ინტენსიური მუშაობის აშკარა აღიარება - ილია დარჩიაშვილი

ეს არის საქართველოს მიერ ამ მნიშვნელოვან გზაზე გაწეული ძალზე ინტენსიური მუშაობის აშკარა აღიარება - ილია დარჩიაშვილი

2023-11-08 16:34:32

ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის შესახებ ბრიუსელიდან ეხმაურება.

"გილოცავ, საქართველო! ევროკომისიამ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია გასცა. ეს არის საქართველოს მიერ ამ მნიშვნელოვან გზაზე გაწეული ძალზე ინტენსიური მუშაობის აშკარა აღიარება. ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ძალა, ერთიანობა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება. ველით საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში," - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  X-ის პირად გვერდზე.

https://twitter.com/iliadarch/status/1722222369350271307?t=RTIpT3q509hy80FYDqYKoQ&s=19

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები