მინდა მშობლები დავამშვიდო - ეს არის ხარისხიანი განათლებისკენ გადადგმული ნაბიჯი, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ახლა ვიწყებთ სკოლებთან და მასწავლებლებთან ერთად, მათი მოსმენით იმ სერვისების შეთავაზებას, რომელიც მათ გააძლიერებს. დღეს, ნებისმიერ მასწავლებელი გეტყვით - მე მკითხე, მე უკეთ ვიცი რისი გაძლიერება მჭირდება. ჩვენ მხოლოდ გავაუქმეთ სავალდებულოობა და არა შეფასების კომპონენტი“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.
როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, აკადემიური თავისუფლების გარეშე სასწავლო პროცესი ვერ იქნება გაწერილი ინსტრუმენტი.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში