„ეს არის არამხოლოდ საქართველოს ბანკის წარმატება, არამედ ქვეყნის წარმატებაც“, - ასე გამოეხმაურა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე BOGG PLC-ის მიერ სომხეთის „ამერიაბანკის“ აქციების 100%-ის შესყიდვას. როგორც დავით სონღულაშვილმა განაცხადა, იმიტომ, ქართული კომპანიების საზღვარგარეთის ბაზრებზე შესვლა ქვეყანას უფრო მეტ შესაძლებლობებს აძლევს.
„მოხდა ისტორიული გარიგება, როდესაც საქართველოს ბანკმა იყიდა სომხეთის წამყვანი ბანკი. აუცილებლად მინდა მივულოცო მათ, რადგანაც ეს არის არამხოლოდ მათი წარმატება, არამედ ქვეყნის წარმატება. იმიტომ, რომ ზუსტად ასე ტიპის კომპანიების გასვლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და განვითარება აძლევს ქვეყანას უფრო მეტ და სწრაფად განვითარების შესაძლებლობებს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წინა კვირაში BOGG PLC-იმ სომხეთის წამყვანი უნივერსალური ბანკის, ამერიაბანკის აქციების 100%-ის შესყიდვის შესახებ განაცხადა. ტრანზაქციის მოცულობა 303,6 მილიონი აშშ დოლარია.
შეთანხმებამ საბოლოო დადასტურებამდე რეგულატორული პროცედურები უნდა გაიაროს, რის შემდეგაც ამერიაბანკი ოპერირებას არსებულ მენეჯმენტთან ერთად გააგრძელებს როგორც ჯგუფში შემავალი, დამოუკიდებელი შვილობილი კომპანია და შეინარჩუნებს საკუთარ ბრენდსა და კორპორატიულ იდენტობას.
ტრანზაქცია BOGG PLC-ის მისცემს შესაძლებლობას, გაზარდოს მასშტაბები და გეოგრაფიული არეალიმეზობელ, სწრაფად მზარდ ეკონომიკაში შესვლის გზით. საქართველოს ბანკის ჯგუფის ექსპერტიზა ამერიაბანკის არსებულ, გამოცდილ მენეჯმენტის გუნდს დაეხმარება ბანკის განვითარებისთვის დასახულ მიზნებს კიდევ უფრო სწრაფად მიაღწიოს.
ამერიაბანკი მრავალფეროვანი არხების და ციფრული პლატფორმების საშუალებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. ის ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტია სომხეთში. წამყვან პოზიციასთან ერთად, ამერიაბანკს აქვს მაღალი პოტენციალი კიდევ უფრო სწრაფი განვითარებისა და ზრდის, განსაკუთრებით საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესების მიმართულებით.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება