USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო გრანტის წლიური მოცულობა ₾13 მილიონზე მეტი იქნება

ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო გრანტის წლიური მოცულობა ₾13 მილიონზე მეტი იქნება

2024-03-07 17:00:00

საქართველოს მთავრობამ 2024-2025 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობები განსაზღვრა.

როგორც მთავრობის №67 დადგენილებიდან ირკვევა,  2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების/ მიმართულებების პროგრამული დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს 12 723 750 ლარით. 

ასევე, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 13 162 500 ლარით.

სრული და ნაწილობრივი ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტები ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისათვის გაიცემა 9 155 000 ლარის ფარგლებში.

2024-2025 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა განისაზღვრა 2 250 ლარით.

„თუ სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში

2024-2025 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დასაფინანსებლად განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) სრული ოდენობის 70 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1 575 ლარისა;

ბ) სრული ოდენობის 50 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1 125 ლარისა.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა:

ა) განაწილდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ საგნებზე:

ა.ა) მათემატიკა;

 ა.ბ) ბიოლოგია;

ა.გ) ქიმია;

ა.დ) ფიზიკა;

ა.ე) ზოგადი უნარები;

ა.ვ) ისტორია;

ა.ზ) გეოგრაფია;

ა.თ) ლიტერატურა;

ა.ი) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

ა.კ) სამოქალაქო განათლება.

ის სტუდენტები, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას, მოპოვებული ქულების მიხედვით, დაფინანსდებიან 215 000 ლარის ფარგლებში, შემდეგი ოდენობებით:

ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 70 000 ლარი;

ბ) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის 70 პროცენტი – 70 000  ლარი;

გ) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის 50 პროცენტი – 75 000 ლარი.

საქართელოს მთავრობის №67 დადგენილების დეტალები სრულად იხილეთ აქ:

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები