USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური პროგნოზები განაახლა

ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური პროგნოზები განაახლა

2023-07-04 10:30:19

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური პროგნოზები განაახლა. სებ-ის შეფასებით 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 1%-ით მეტია. 

„პროგნოზის გადახედვა, ქვეყანაში შიდა მოთხოვნითა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის ზრდის კვალობაზე, საინვესტიციო ნაკადების მატებით არის განპირობებული“, - ნათქვამია სებ-ის მიმოხილვაში, სადაც საბაზისო, ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარებია განხილული. 

ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2023 წელს საქართველოში ინფლაციის საშუალო დონე მიზნობრივზე დაბალი იქნება და  2.8%-ს შეადგენს, 2024 წელს კი 3.2% იქნება, ხოლო 2025 წელს 3,3%. 

ამასთან, ეროვნული ბანკი გეგმავს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას 1%-ით. ახლა რეფინანსირების განაკვეთი 10,5%-ია. წლის ბოლოს საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი სავარაუდოდ 9.5%-ზე იქნება. 

თუ მაკროეკონომიკური პროგნოზი შენარჩუნდა, სებ-ი 2024 წლისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.25%-მდე შემცირებას, ხოლო 2025 წლისთვის კი 7.25%-მდე შემცირებას გეგმავს. 

2023 წელს ეროვნული ბანკი უმუშევრობის დონის 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირებასაც პროგნოზირებს, ხოლო 2024 და 2025 წლებში უმუშევრობის მაჩვენებლის უცვლელად შენარჩუნდება. უმუშევრობის დონე ქვეყანაში 18%-ზეა. 

ასევე სებ-ის პროგნოზით, ლარი-აშშ დოლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 2023 წელს უცვლელი იქნება. ხოლო უძრავი ქონების ფასები 5,5%-ით გაიზრდება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები