USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა

ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა

2023-05-08 12:14:22

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის აპრილში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 34.2%-ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, წინა თვესთან შედარებით რეზერვები 2.6%-ით გაიზარდა (+129.6 მლნ აშშ დოლარი).

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსების შეფასებით, რეზერვების ცვლილება უკავშირდება როგორც მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას. 

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მარტში მიაღწია და 5 მილიარდ დოლარს პირველად გადააჭარბა.

მარტში რეზერვები 283,6 მლნ დოლარით შემცირდა, წლის დასაწყისიდან კი - 102,3 მლნ დოლარით. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება მთავრობისა და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს უკავშირდება.

წინა ჯერზე საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ისტორიული მაქსიმუმი 2022 წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა და 4 901,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რეზერვები 2022 წელს 628,1 მილიონი დოლარით, ხოლო 2021 წელს 361,3 მილიონი დოლარით გაიზარდა.

იგივე თემაზე:

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები