USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე 8 კანდიდატი შეირჩა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე 8 კანდიდატი შეირჩა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

2023-04-05 22:56:24

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 19 განაცხადი შემოვიდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

განაცხადების განხილვის ეტაპი დასრულდა და შეირჩა 8 კანდიდატი, რომლებთანაც გასაუბრება მომავალ კვირაში გაიმართება. 

გასაუბრების შედეგად შეირჩევა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები, რომლებსაც პრეზიდენტი, კონსტიტუციის შესაბამისად ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები