USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

2024-03-04 16:13:00

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია Business Insider Georgia-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, თუმცა რამდენი განცხადება შევიდა, ამ თემაზე მეტი ინფორმაცია არ საჯაროვდება. 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთა შერჩევის მომდევნო ეტაპი და მისი დასრულების შემდეგ, კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურების შერჩევის პროცესი, განცხადებების მიღება 7 თებერვალს დაიწყო. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები