საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევა, რომელიც მიმოიხილავს საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს და მასზე მოქმედ ფაქტორებს.
კვლევაში მოცემულია ისეთი დეტალები, როგორიცაა საცხოვრებელი უძრავი ქონების მოთხოვნისა და მიწოდებაზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები, მათი შედარება ევროპის ქვეყნებთან, საკრედიტო რისკების შეფასება, უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის პირველადი კვლევა და სექტორში არსებული სტატისტიკური მონაცემები.
კვლევაში ასევე განხილულია დეველოპმენტის სექტორის ბიზნეს სესხების შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობა სებ-ის კონსოლიდირებულ მონაცემებს და მსესხებელი კომპანიების გარკვეული ფინანსური მაჩვენებლები გეოგრაფიული არეალისა და ტიპის გათვალისწინებით, მათ შორის 2022 წლის I-III კვარტლის ფასების ცვლილება მშენებარე კორპუსებში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კვლევის შედეგები საბანკო ასოციაციის ჩართულობით უკვე გააცნო კომერციულ ბანკებს. დღეიდან კი ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით აღნიშნული შედეგების გაცნობა დაინტერესებული საზოგადოებისთვისაც იქნება შესაძლებელი.
საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს ეკონომიკის სხვა სექტორების კვლევას და მომავალშიც შემოგთავაზებთ მსგავსი ტიპის სექტორულ ანალიზს.
კვლევა ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება