საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებულ მხარეებს რეგულირების ლაბორატორიის ვალუტის ციფრული კონვერტაციის ორ პროექტში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
პროექტებში მონაწილეობის მიზანი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ჩარჩოს შექმნა და ამ პროცესში დაინტერესებულ პირთა ჩართულობაა.
ეროვნული ბანკი მზადაა ორივე პროექტით დაინტერესებულ პირთა განაცხადები 2023 წლის 15 ივლისიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს.
რეგულირების ლაბორატორიის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგულირების ლაბორატორიის პროექტში ჩართვის მიზნით შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისს: innovationoffice@nbg.gov.ge
მოცემული განცხადება არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება ან/და საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ წარმოშობს რაიმე სახის სამართლებრივ ვალდებულებას მარეგულირებელი/საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებასა და მოცემული საქმიანობისთვის მესამე პირებისათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებით.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში